Friday, July 12, 2013

პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია  გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოიმუშავონ გარემოს მოვლის უნარ-ჩვევა.
  3. პროექტის აქტუალობა: დღეს, როცა დგას გლობალური დათბობის საფრთხე, მოსწავლეებს ქიმიაში მიღებული ცოდნის საფუძველზე გაუჩნდეთ კითხვები: როგორი ჰაერია ჩვენს ირგვლივ?, რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას? რას ვაკეთებ მე გარემოს სისუფთავისათვის?
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაფიქრდნენ თავისი ცხოვრების წესზე, როგორ დაიცვან გარემო. დარგავენ ხეებს, არ დაყრიან ნარჩენებს, დაზოგავენ ელექტროენერგიას და ქაღალდს. სთხოვენ მშობლებსა და ახლობლებს არ გავიდნენ ქუჩაში გაუმართავი ძრავის მქონე ავტომანქანით. 
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 6-22 აპრილი
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  გაიაზრებენ თუ რა ზიანს აყენებს გარემოს საავტომობილო ტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური ნივთიერებები, სმოგი. რამდენად მნიშვნელოვაბია მცენარეული ("მწვანე ფილტვების") განაშენიანება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, სამუშაო იარაღები, ნერგები.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელსაც დაურიგებენ სკოლის მოსწავლეებს. დაასუფთავებენ სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. დარგავენ ხეებსა და ყვავილებს. იზრუნებენ მათ მოვლაზე.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ბიოლოგიასთან.  ქიმ..IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით,  ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანი გოგია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanigogia@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanigogia.blogspot.com.

No comments:

Post a Comment