- პროექტის სახელწოდება: სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გამოიმუშავონ გარემოს მოვლის უნარ-ჩვევა.
- პროექტის აქტუალობა: დღეს, როცა დგას გლობალური დათბობის საფრთხე, მოსწავლეებს ქიმიაში მიღებული ცოდნის საფუძველზე გაუჩნდეთ კითხვები: როგორი ჰაერია ჩვენს ირგვლივ?, რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას? რას ვაკეთებ მე გარემოს სისუფთავისათვის?
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაფიქრდნენ თავისი ცხოვრების წესზე, როგორ დაიცვან გარემო. დარგავენ ხეებს, არ დაყრიან ნარჩენებს, დაზოგავენ ელექტროენერგიას და ქაღალდს. სთხოვენ მშობლებსა და ახლობლებს არ გავიდნენ ქუჩაში გაუმართავი ძრავის მქონე ავტომანქანით.
- მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები.
- ვადები/ხანგრძლივობა: 6-22 აპრილი
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რა ზიანს აყენებს გარემოს საავტომობილო ტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი ტოქსიკური ნივთიერებები, სმოგი. რამდენად მნიშვნელოვაბია მცენარეული ("მწვანე ფილტვების") განაშენიანება.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, სამუშაო იარაღები, ნერგები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელსაც დაურიგებენ სკოლის მოსწავლეებს. დაასუფთავებენ სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. დარგავენ ხეებსა და ყვავილებს. იზრუნებენ მათ მოვლაზე.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ბიოლოგიასთან. ქიმ..IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანი გოგია
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanigogia@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanigogia.blogspot.com.
Friday, July 12, 2013
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)